


მოკლედ...
მენტალური ჯანმრთელობის სფეროში სოციალური მედიის საკითხი საკმაოდ ახალია და კვლევის საგანიც სულ რამდენიმე წელია გახდა, თუმცა ზოგიერთი მტკიცებულება უკვე მეტყველებს შესაბამის ვითარებებში სოციალური მედიის მავნე ზემოქმედების შესახებ.
იმ გავლენას, რომელსაც მედია მის მომხმარებელზე ახდენს, ზეპირსიტყვიერად დიდი ხანია ვისმენთ, თუმცა ეს იშვიათად თუ ქმნის შესაძლებლობას, რომ მედიის მოხმარებით მიღებული შედეგები ადეკვატურად განვიხილოთ. დღეს ხელმისაწვდომია ზოგიერთი კვლევის შედეგი, რომელიც ამ თემისთვის ჩატარდა და მისი შედეგები საკითხის გაგებისთვის სასარგებლო მონაცემებს იძლევა.
გარდა ამისა...
სოციალური მედიის აქტუალობა მარტივად შესამჩნევია. 2025 წლის დასაწყისისთვის სოციალური მედიას 5.41 მილიარდი მომხმარებელი ჰყავდა, ხოლო 2022 წლის მონაცემით, საშუალო სტატისტიკური ადამიანი დღის განმავლობაში 2.3 საათს ატარებდა სოციალურ მედიაში. მისი მოხმარების მიზნები შესაძლებელია განსხვავდებოდეს: მეგობრებთან დაკავშირების მოტივაცია, თვითგამოხატვა, გამოცდილებების გაზიარება და სხვა. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ზოგი სოც. მედიის, მაგალითად ინსტაგრამის, ვიზუალური გამოსახულებები მის მოხმარებას უფრო მეტად მიმზიდველს ხდის მომხმარებლისათვის.
რას ამბობს ფსიქოლოგია?
ინტერვიუებში ჯანა ჯავახიშვილმა განმარტა, რომ სოც. მედიის მავნე მოხმარება დღეს არაა სრულფასოვნად გამოკვლეული, თუმცა უკვე არსებობს მტკიცებულება, რომ კოგნიტურ-ქცევითი თერაპია და მაინდფულნესზე დაფუძნებული პრაქტიკები ეფექტურია, ხოლო მერი გელაშვილმა მოზარდების მიერ სოც. მედიის მოხმარება მნიშვნელოვან პრობლემას მიაკუთვნა, რომელზეც მუშაობისთვისაც არტ-თერაპიის მნიშვნელოვნება განმარტა.


სოციალური მედიის მოხმარების ზოგიერთი უარყოფითი შედეგი:
სხეულის იმიჯი:
სოციალური მედიის უარყოფითი შედეგები საზოგადოებაში მეტ-ნაკლებად ნაცნობია. ერთ-ერთი ასეთია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. კვლევებმა აჩვენა, რომ ინსტაგრამის გახშირებული მოხმარება მოზარდებში სხეულის იმიჯის შესახებ არარეალისტურ დამოკიდებულებებს ასაზრდოებს.

ამ სტანდარტებთან ახლოს ვერყოფნა ხშირად დაკავშირებულია საკუთარი თვიღირებულებისა და თვითშეფასების ხარისხის კლებასთან. 2025 წელს ინსტაგრამის გავლენაზე ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მოზარდი გოგოები უფრო მეტად არედაქტირებენ საკუთარ ფოტოებს ინსტაგრამზე გასავრცელებლად, ვიდრე მოზარდი ბიჭები, რაც მიანიშნებს მათში მომატებულ შფოთვას საზოგადოებრივი სილამაზის სტანდარტების მიმართ.
ადიქცია და კიბერბულინგი:
Unicef კიბერბულინგს განმარტავს, როგორც ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებულ ბულინგის (ჩაგვრას), რომელიც სოციალური მედიის, შეტყობინებებისა თუ თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით ხდება.
LifeStance Health-ის 2025 წლის კვლევაში, რომელშიც მონაწილეობა 1110-მა ამერიკელმა რესპონდენტმა მიიღო, გამოკითხულების 20%-მა აღნიშნა, რომ ეკრანზე დამოკიდებულება აღენიშნებოდა, 18% კი კონცენტრაციის სირთულეებზე მიუთითებდა. სხვა კვლევით ნაჩვენები იყო, რომ ინსტაგრამს კიბერბულინგის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, რაც ამ პლატფორმაზე შესაბამისი გარემოს არსებობაზე უნდა მიუთითებდეს.


უარყოფითი გავლენა განწყობილებაზე:
რამდენიმე კვლევამ, რომელიც ინსტაგრამზე ჩატარებულ ზემოთნახსენებ სამაგიდო კვლევაში იყო განხილული, აჩვენა, რომ სოციალური მედიის მოხმარება დაკავშირებულია არასასიამოვნო განწყობილებების ზრდასთან. განსაკუთრებით საგულისხმოა, ინსტაგრამის მოხმარება მოზარდების მიერ, რომელიც დაკავშირებული იყო შფოთვის და დეპრესიის სიმპტომებთან, იმ მოზარდებში, რომლებიც მოწყვლადობით გამოირჩეოდნენ.

კიდევ დარჩა რამე 😩?
სოციალური მედიის კიდევ ორი უარყოფითი გავლენა შეგვიძლია დავასახელოთ.
ძილთან დაკავშირებული პრობლემები:

ინსტაგრამის შესახებ დაწერილ სამაგიდო კვლევაში ნახსენებმა ზოგმა კვლევამ აჩვენა, რომ ინსტაგრამის ხშირ მოხმარებას, განსაკუთრებით ღამით, შეუძლია ხელი შეუშალოს ძილს.
აშშ-ში სოციალური მედიის მომხმარებლებთან ჩატარებულ LifeStance Health-ის გამოკითხვაში 42%-მა უპასუხა, რომ მათ პარტნიორს დეპრესია ან შფოთვა აქვს. 44%-ის აზრით, პარტნიორი ნარცისია, ხოლო 23%-ის აზრით - ფსიქოპათი. რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ მათ ასეთი წარმოდგენა სოციალური მედიის საშუალებით შეექმნათ.

მცდარი და/ან შეუსაბამო ცოდნა და ლექსიკა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ:

გამკლავებასა და პრევე ნციაზე რამე ისმის? 🌿
კი! პრევენცია შეგვიძლია რამდენიმე მოდალობად დავყოთ:
1
პოტენციური ჯანსაღი წესები მოხმარებისთვის:
ერთ-ერთი რეკომენდაცია შეიძლება იყოს მოზარდებისთვის ინსტაგრამის გახშირებული მოხმარებით შესაძლო უსიამოვნო შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და წახალისება, რომ გამოიყენოს გონივრული წესები მისი გამოყენებისას (მაგალითად, საზღვრების დაწესება, მცირე შესვენებები ინსტაგრამისგან და არაონლაინ აქტივობებში ჩართვა).
მიუხედავად ვიწრო ფოკუსისა, შეგვიძლია ისიც ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ხერხის გამოყენება შესაძლოა ღირებული აღმოჩნდეს სხვა ასაკობრივი კატეგორიის მომხმარებელთანაც, რომელიც სხვა სოციალურ მედიას მოიხმარს.
მხარდაჭერა მშობლისგან:
ზოგი კვლევის მიხედვით, მშობლებს შეუძლიათ დიალოგი ჰქონდეთ მოზარდებთან სოციალური მედიის მოხმარებასთან და მასთან გატარებული დროის შესახებ. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია თავად მშობელი ახერხებდეს სოციალური მედიის მოხმარების გონივრული ჩვევების ათვისებას და თვალს ადევნებდეს მოზარდის აქტივობას სოციალურ ქსელში ისევე, როგორც - უახლეს კვლევებს ამ თემის შესახებ.
მხარდაჭერა მასწავლებლისგან:
მასწავლებლებს შეუძლიათ თავიანთ სასწავლო გეგმებში (კურიკულუმებში) ჩაამატონ თემები, რომლებიც ციფრულ მოქალაქეობას და სოციალური მედიის პასუხისმგებლიან მოხმარებას ეხება. ეს შესაძლებელია გულისხმობდეს, მასწავლებლებმა საგაკვეთილო პროცესისას დრო დაუთმონ კრიტიკული აზროვნების განვითარებას, რომელიც მოზარდებს დაეხმარება ინსტაგრამზე ნანახი არარეალისტური გამოსახულებების რეალისტურ შეფასებაში. მასწავლებელს ასევე შეუძლია საკუთარი კლასის ფორმით შექმნას დაცული სივრცე, სადაც მოზარდები გამოიჩენენ იმდენ თავდაჯერებას, რომ სოციალური მედიის გამოყენების პირადი მაგალითები გააზიარონ და მათზე ისაუბრონ.
მედიაწიგნიერებამ და მისმა ცოდნამ შეიძლება ამ საქმეში დიდი დახმარება გაუწიოს როგორც მასწავლებლებს, ასევე მშობლებს და ასევე თავად მოზარდებსაც თანაც მაშინ, როცა შესაბამისი მასალები ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია.
2
3
საინტერესო აღმოჩნდა ფსიქოლოგთა რჩევები პრევენციის შესახებ. როგორც აღმოჩნდა დიდი მნიშვნელობა მიენიჭა იმ აქტივობების არსებობას, რომელიც მოზარდებისთვის ფიზიკურ და სოციალურ აქტივობას მოიცავს. აგრეთვე ჯანა ჯავახიშვილმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ამერიკის პედიატრთა აკადემიას აქვს შესაბამისი გზამკვლევები, რომელიც სასარგებლო რეკომენდაციებს შეიცავს მშობლებისთვის და ბავშვთან დაახლოებული ადამიანებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამერიკის პედიატრთა აკადემიის გზამკვლევებში დეტალურადაა განხილული ასაკების შესაბამისად რა სტრატეგიების გამოყენება სჯობს, რათა ბავშვებმა ციფრული ტექნოლოგიების ჯანსაღი მოხმარება ისწავლონ. ეს გზამკვლევები მარტივად ხელმისაწვდომია და ნებისმიერ დაინტერესბულ პირს შეუძლია გაეცნოს მას.


თუ დაიღალე, ცოტა შეისვენე💙
